English

წევრობა

წევრობის პრივილეგიები

წევრები

გეწაძე და პატეიშვილი

იურიდიული კომპანია

არქიტრავი

სამშენებლო კომპანია

დილატო ჯგუფი

ინვესტირება, უძრავი ქონება, მშენებლობა

ტრანსკავკასიის კრისტალი

სამშენებლო მასალების, გაფუებული და გაუფუებელი პერლიტის წარმოება

აქს ჯგუფი

ტურიზმის განვითარება, მშენებლობა

აქსმშენი

რთული კონსტრუქციული ნაგებობების მშენებლობა

City Heart

სავაჭრო, გასართობი, საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი

მოდა იტალია

იტალიური ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სადისტრიბუციო კომპანია

ჰიუნდაი ავტო საქართველო

ჰიუნდაის წარმომადგენლობა საქართველოში

იოტა სტუდია

ვებ სტუდია

ბაზისბანკი

ქართული ბანკი

მეგაკო

სადისტრიბუციო კომპანია

ჰერბია

აგროპროდუქტების წარმოება

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის წევრობა

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საკუთარი ბიზნესის წარმატებით და ქვეყანაში ერთიანი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით არის დაინტერესებული.

წევრობის პრივილეგიები

წევრობის კატეგორიები

წევრობის კატეგორიები დადგენილია საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის წესდებით. წევრის კატეგორია განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლებას, წლიური საწევრო გადასახადის ოდენობას და დადგენილი პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას.

სრულუფლებიანი წევრობა

კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრი მონაწილეობს კონფედერაციის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებისას სარგებლობს ხმის უფლებით. ასევე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციების (UBCCE, CEOE და ა.შ) მიერ ორგანიზებულ სხვა და სხვა ღონისძიებებში.

სრულუფლებიანი წევრი ავტომატურად ხდება კონფედერაციის ბიზნეს კლუბის წევრი.

ბიზნეს კლუბის წევრობის პრივილეგიები

კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრის წლიური საწევრო გადასახადი არის 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

ასოცირებული წევრობა

კონფედერაციის ასოცირებული წევრი მონაწილეობს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში და იღებს კონფედერაციის მაღალკვალიფიციური პერსონალის დახმარებას ეფექტური ბიზნეს კონტაქტების დამყარებაში, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას არ სარგებლობს ხმის უფლებით.

კონფედერაციის ასოცირებულ წევრს კონფედერაციის ბიზნეს კლუბი სთავაზობს შეღავათიან ტარიფებს შემდეგი სახის მომსახურებისთვის:

კონფედერაციის ასოცირებული წევრის წლიური საწევრო გადასახადი არის 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

გაწევრიანების პროცედურები

კონფედერაციის წევრობის მსურველმა კომპანიამ უნდა:

კონფედერაციის საბჭო განიხილავს განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კომპანიას გადაეცემა კონფედერაციის წევრის სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონფედერაციის სამდივნოს. ტელ: 33 30 09

კონფედერაციის ლოგოს გამოყენება

კონფედერაციის ლოგო წარმოადგენს ლიცენზირებულ პროდუქტს და მისი გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ კონფედერაციის წევრ კომპანიებს. სხვა კომპანიების მიერ კონფედერაციის ლოგოს გამოყენება აკრძალულია. აკრძალულია ლოგოს კომერციული ან პირადი ფინანსური მოგების მიზნით გამოყენება.

კონფედერაციის წევრებს უფლება აქვთ განათავსონ კონფედერაციის ლოგო საკუთარ ვებ გვერდზე ან გამოიყენონ რაიმე სახის ინფორმაციული პროდუქტის გავრცელებისას.

კონფედერაციის ლოგოს კომერციული ან ფონდების მოზიდვის მიზნით გამოყენებისთვის წევრმა კომპანიამ უნდა აცნობოს კონფედერაციას.

სერტიფიკატი

კონფედერაციის წევრს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.

sertificate